ირლანდიის უმაღლესი განათლების ორგანო (HEA) აცხადებს საერთაშორისო განათლების სტიპენდიის პროგრამას, რომელიც ხელმისაწვდომია არაევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი სტუდენტებისთვის.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, მაგისტრატურის და კვლევის/დოქტორანტურის სტუდენტებს.
1-წლიანი აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსებას და სტიპენდიას 10 ათასი ევროს ოდენობით.
დანართის სახით იხილეთ სააპლიკაციო მოთხოვნების ამსახველი დოკუმენტი.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე.