პროგრამები, რომელთა დახმარებითაც აშშ-ში სწავლასა და სტაჟირებას შეძლებთ

გაცვლითი პროგრამები

ამერიკაში განათლების მიღება ბევრისთვის სანუკვარი ოცნებაა. ხშირად ისმის კითხვა რომელი პროგრამებითაა შესაძლებელი ამერიკაში წასვლა, სწავლა, გამოცდილების მიღება და სტაჟირება?

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნანა გვარიშვილმა იმ პროგრამების ჩამონათვალი შემოგვთავაზა, რომელთა საშუალებითაც სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ამერიკაში განათლების მიღებას შევძლებთ. იხილეთ ჩამონათვალი:

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

– მე-9; მე-10 და მე-11 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის – FLEX (Future Leaders Exchange Program). ხანგრძლივობა არის 1 აკადემიური წელი.

– 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის – Benjamin Franklin Transatlantic Fellows Summer Institute. თუ გსურთ ზოგადად ამერიკული ცხოვრების და კულტურის შესწავლა, ვფიქრობ მშვენიერი შესაძლებლობაა. ხანგრძლივობა – 4 კვირა.

– ბაკალავრიატის 1-ლი, მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისთვის – Global Undergraduate Program (UGRAD). ამჟამად მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება. ხანგრძლივობა – 1 სემესტრი.

– Fulbright Graduate Student Program for BAs. ამ პროგრამით შესაძლებელია მაგისტრის ხარისხის მოპოვება ამერიკაში. განაცხადის შევსება შეუძლია ბაკალავრის მე-4 კურსის სტუდენტსაც. ხანგრძლივობა 2 წელი.

– მასწავლებლებისთვის

1. Fulbright Teaching Excellence And Achievement (TEA) Program. მასწავლებელს აძლევს ახალი უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას. ხანგრძლივობა 6 კვირა.

2. Study Of The United States Institutes (SUSI) for teachers. ეს პროგრამა კი მასწავლებლებს ეხმარება უფრო მეტი შეიტყონ და ისწავლონ ამერიკული განათლების სისტემებზე. ხანგრძლივობა – 6 კვირა.

– Fulbright Visiting Scholars Program. For phD. ამ შემთხვევაში აუცილებელია გქონდეთ დოქტორის ხარისხი საქართველოს უნივერსიტეტში ან მაგისტრის ხარისხი ევროპის ან ამერიკის უნივერსიტეტში. ხანგრძლივობა – 3-6 თვე.

– პროფესორებისთვის და მეცნიერებისთვის – Study of the United states institutes (SUSI) for scholars. შესაძლებლობა, რომ გაიგოთ უფრო მეტი ამერიკის პოლიტიკაზე, კულტურაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ხანგრძლივობა – 6 კვირა.

– Professional Fellows Program (PFP). სტაჟირება მთავრობის ან არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისში. ხანგრძლივობა – 6 კვირა.

– Hubert H. Humphrey Fellowship Program. ძალიან კარგი შესაძლებლობაა აკადემიური და პროფესიული გამოცდილებისთვის. ხანგრძლივობა – 10 თვე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები