საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამა იწყება – რეგისტრაცია

გაცვლითი პროგრამები

თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება საერთაშორისო პარტნიორებთან – „ერასმუს+ ახალგაზრდებისთვის“ და ევროპის სოლიდარობის კორპუსთან“ ერთად, თბილისში მცხოვრები 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამას იწყებს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები წლის განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად გაემგზავრებიან და ექნებათ შესაძლებლობა, 60-ზე მეტი ორგანიზაციის მუშაობაში ჩაერთონ, გაიზიარონ საერთაშორისო მოხალისეობრივი საქმიანობის პრაქტიკა, განავითარონ ახალი უნარები სხვადასხვა სფეროში, გაიუმჯებესონ უცხო ენების ცოდნის დონე, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას და შეიძინონ ახალი მეგობრები.

დაინტერესებულმა პირებმა 17 თებერვლიდან 20 მარტამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა!

იხილეთ ზოგადი ინფორმაცია ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: ycutbilisi@gmail.com, საკონტაქტო პირი: 593 61 66 70

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები