10 საინტერესო ფაქტი სამედიცინო უნივერსიტეტზე, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

საინტერესო ფაქტები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მიმართულებების სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტია საქართველოში. ყოველწლიურად აქ ათასობით აბიტურიენტი ირიცხება და მათ შორის ბევრი უცხოელი მოქალაქეცაა.

STUDINFO.GE შეეცადა შეეგროვებინა საინტერესო ფაქტები Tsmu-ს შესახებ, რომლებიც შესაძლოა ბევრმა არც იცოდეთ.

 ☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ფაქტი #1

სამედიცინო უნივერისტეტში ლექციების უმრავლესობაზე აუცილებელია, რომ სტუდენტს თეთრი ხალათი ეცვას.

ფაქტი #2

სამედიცინოს სტუდენტები ბევრად მეტ საგანს გადიან სემესტრში ვიდრე სხვა ფაკულტეტის სტუდენტები მთელი წლის განმავლობაში. მათ სემესტრში შეიძლება ორი ფინალურიც კი ქონდეთ, საშუალოდ კი სემესტრში 10-12 საგანს გადიან.

ფაქტი #3

სამედიცინო უნივერსიტეტის შიგნით არსებობს “სტუდენტთა იერარქია”, ყველაზე მაღალ საფეხურზე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. მედიცინის ფაკულტეტის ბავშვებს თავისებური დამოკიდებულება აქვთ ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან, მაგ.: „ფარმაცევტებს ვერავინ იტანს, რატომ არ ვიცი“ , „ეგენი ექიმებიც კი არ არიან“.

ფაქტი #4

როგორც სტუდენტები ამბობენ, სამედიცინოზე ბიჭები უფრო უყვართ (ეგ, ბევრი უნივერსიტეტის სენია. ავტ.).

ფაქტი #5

შეიძლება ლექციაზე მორიგეობის შემდეგ ჩაძინებული სტუდენტი იპოვოთ, მათი გაღვიძება არ შეიძლება.

კლინიკებში მუდმივად არის მედპერსონალის დეფიციტი, ამიტომ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ხშირად ადრევე იწყებენ კლინიკებში მუშაობას, მძიმე მორიგების შემდეგ კი, პირდპაირ უნივერისტეტში მიდიან.

ფაქტი #6

უცხოელ სტუდენტებს სხვა კამპუსში და სხვა დროს უტარდებათ ლექციები, ამიტომაც ქართველი და უცხოელ სტუდენტები ერთმანეთს იშვიათად ხვდებიან.

მედიცინის ფაკულტეტი, ბევრ ქვეყანაში უფრო ძვირია ვიდრე ჩვენთან, შესაბამისად, ზოგიეტრთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში სწავლა ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია.

ფაქტი #7

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უნივერსიტეტს კაფეტერია არ აქვს: „კაფეტერია არ გვაქვს. უნივერსიტეტის წინ არის საცხობი და იმ საცხობის ლობიანებით ვართ ყველა“.

ფაქტი #8

დეკანატში ძალიან ბევრ ყავას სვამენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, ძალიან უყვართ ადმინისტრაციაში ყავა.

სტუდენტი: „ბოლოს ყველა ჩვენი სამკურნალო იქნება გულზე“.

ფაქტი #9

სამედიცინო უნივერსიტეტი ერთ-ერთი იყო იმ უნივერსიტეტებს შორის, რომელსაც პანდემიის დროს შეზღუდვები დიდად არ შეხებია. გარკვეული პრაქტიკული საგნების გამო სტუდენტების დიდ ნაწილი აუდიტორიებში ესწრებოდა ლექციებს.

ფაქტი #10

აბიტურიენტების უმრავლესობას ჰგონია, რომ მეტროს სადგურს “სამედიცინო უნივერსიტეტი” სახელწოდება თსსუ-ის ახლოს მდებარეობის გამო ჰქვია.

ავტორი: ნინელი აბულაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები