ლატვიის მთავრობის სტიპენდიები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის

გაცვლითი პროგრამები

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო აცხადებს სტიპენდიებს 2021-2022 სასწავლო წლისთვის უმაღლესი განათლების სამი საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით.

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველი თებერვლიდან გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები