პარიზი-საკლეს უნივერსიტეტისა და Erasmus Mundus-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა

გაცვლითი პროგრამები

პარიზი-საკლეს უნივერსიტეტი (Université Paris-Saclay) (პარიზი, საფრანგეთი) კოორდინაციას უწევს Erasmus Mundus-ის სამაგისტრო ხარისხის პროგრამას და თითოეულ პროგრამისთვის აცხადებს 20 სრულად დაფინანსებულ სტიპენდიას საერთაშორისო სტუდენტებისთვის:

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

– LASCALA – სამაგისტრო პროგრამა ფიზიკაში, რომელიც მოიცავს ფიზიკასა და ფართო მასშტაბის ობიექტების სოციალურ გამოყენებას, როგორებიცაა ნაწილაკების ამაჩქარებლები და მაღალი სიმძლავრის ლაზერები;

– SERP+ – სამაგისტრო პროგრამა ქიმიაში, ფიზიკურ ქიმიასა და მასალათმცოდნეობაში, რომელიც მოიცავს განახლებად ენერგიებს, მწვანე ქიმიას, რადიაციულ ეფექტებს, ნანომასალების ინდუსტრიასა და ნანო მედიცინას.

ორივე სამაგისტრო პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე და არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს: საზაფხულო სკოლა მეცნიერების მენეჯმენტსა და ბიზნესზე, კვლევითი პლატფორმები და ექვსთვიანი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

სწავლება ტარდება ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და სტუდენტებს გადაეცემათ რამდენიმე დიპლომი მათ მიერ არჩეული მობილობის შესაბამისად.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე, შესაბამის LASCALA და SERP+ პროგრამების ვებგვერდებზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები