სტაჟირების პროგრამა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში

კონკურსები

ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია UniLab-ი იწყებს სტაჟირებაზე მიღებას. იწყებს. თუ გაინტერესებს , დიზაინი, python, wordpress, PHP, Front-End ან ციფრული კომუნიკაცია, გარკვეული ცოდნა გაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ ახალ რეალობაში გადმონაცვლების დროა.

UniLab-ი გთავაზობს ჩაერთო ჩვენი სტაჟირების პროგრამაში და შეერკინო ახალ თავბრუდამხვევ დავალებებს. ჩვენთან საშუალება გექნება იმუშაო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარება.

როგორ მივიღო მონაწილეობა სტაჟირების პროგრამაში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 09/02/2021 23:55 საათის ჩათვლით სააპლიკაციო ფორმის შევსება, და ფორმაში მოცემული სატესტო დავალების შესრულება. დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ გაიმართება გასაუბრება. შერჩეული კანდიდატები 4 თვის განმავლობაში მენტორებთან ერთად იმუშავებენ რეალურ პროექტებზე.

აირჩიე შენთვის სასურველი მიმართულება და შეავსე სააპლიკაციო ფორმა:

ვისთვის არის განკუთვნილი სტაჟირების პროგრამა?

მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით, მაგრამ აკლია პრაქტიკული გამოცდილება. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა თავად მიიღო ეს ცოდნა ინტერნეტის საშუალებით, თუ რომელიმე კურსი გაიარა, მთავარია, მას ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი.
დღეს დამსაქმებელი ნებისმიერ პოზიციაზე ითხოვს სამუშაო გამოცდილებას. ბევრი ადამიანი კი, იმის გამო, რომ აქვს გარკვეული ცოდნა, მაგრამ არ აქვსგააჩნია შესაბამისი გამოცდილება, ანუ არ უმუშავია რეალურ პროექტებზე, სამსახურს ვერ პოულობს. UniLab-ის პროგრამა სწორედ ასეთი ადამიანებისათვისაა. 4 თვის განმავლობაში თქვენ შექმნით საკუთარ პორტფოლიოს იმ პროექტებით, რომლებზეც რეალურად მოგიწევთ მუშაობა.
შესაბამისად:

  • თუ ადამიანს არ აქვს ცოდნა, მან უნდა გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი ან თვითგანათლებით მიიღოს შესაბამისი ცოდნა;
  • თუ ადამიანს აქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ არ აქვს გამოცდილება, ეს სტაჟირების პროგრამა მისთვის არის განკუთვნილი;
  • ხოლო თუ ადამიანს აქვს ცოდნა და გამოცდილება, მაშინ მას უკვე შეუძლია სამსახური იშოვოს და სტაჟირება აღარ სჭირდება.

როგორ მუშაობს სტაჟირების პროგრამა?

  • სტაჟირების პროგრამა უფასოა.
  • დიდი კონკურენციის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ საკონკურსო დავალების შესრულება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კანდიდატები;
  • სტანდარტული სამსახურისგან განსხვავებით, სტაჟიორებს 4 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში დაგეხმარებიან მიმართულების მენტორები.
  • პროგრამის ფარგლებში ისინი სტაჟიორებს ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები