“თბილისის სოციალური კვლევების სკოლა” აცხადებს საბაკალავრო და სამაგისტრო საუკეთესო ნაშრომების კონკურსი აფხაზეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
კონკურსის მიზანია ნაშრომების კონკურსი მოახდინოს აფხაზეთის საკითხების სიღრმისეული კვლევის სტიმულირება, რაც დაგვეხმარება ისტორიის და აწმყოს უკეთ გააზრებასა და მომავლის დაგეგმარებაში.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსის ფარგლებში მიიღება სტუდენტური კონტრიბუცია ნებისმიერი დარგიდან (ეკონომიკა, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, იურისპრუდენცია და სხვ.). აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება რამდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიის გაცემა.
კონკურსის პრიზები:
- საუკეთესო საბაკალავრო ნაშრომი/ები – 1000 ლარიანი ფულადი ჯილდო და საჩუქრები ჩვენი პარტნიორებისგან.
- საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომი/ები – 1500 ლარიანი ფულადი ჯილდო და საჩუქრები ჩვენი პარტნიორებისგან.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლება საქართველოს და ნებისმიერი აკრედიტირებული საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტებს. ნაშრომი უნდა იყოს წარდგენილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ნებისმიერ სხვა ენაზე დაწერილი ნაშრომი საჭიროა ითარგმნოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ივლისი. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ ნაშრომი გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected]