ესეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის

კონკურსები

ესეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გარემოს დაცვით საკითხებზე დაიწყო!

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

ესეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 იანვარი, 18.00 საათი და უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

კონკურსის თემებია:

1. ბიომრავალფეროვნება და მდგრადი განვითარების მიზნები (SDG), ესეების სათაურებია:

  • „მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული ბიომრავალფერონების დაცვასთან და მათი მიღწევით მიღებული სარგებელი“ ან
  • „მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც პირდაპირ არაა დაკავშირებული ბიომრავალფერონების დაცვასთან და მათი მიღწევით მიღებული სარგებელი“

2. სტიქიური ნაგავსაყრელები და გარემოს დაბინძურება, ესეს სათაურია:

  • „სტიქიური ნაგავსაყრელების ნეგატიური გავლენა გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობა“

3. კლიმატის ცვლილება, ესეების სათაურებია:

  • „კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების ურთიერთქმედება, ვითარების შერბილების და ადაპტაციის ქმედებები“ ან
  • „კლიმატის ცვლილების შერბილება და ცნობიერების ამაღლების ქმედებების მნიშვნელობა ამ მიმართულებით

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 2 გამარჯვებული (I და II) თითოეულ თემაზე, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო 500 და 400 ლარის ოდენობით.

თითოეული თემის კონტექსტი და ესეს ტექნიკური დავალება შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში.

ესეები გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: orchisge@yahoo.com და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება სადაც სწავლობთ, ფაკულტეტი და კურსი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები