სტუდენტებს შეუძლიათ ნაშრომები წარადგინონ ჟურნალისთვის „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვა“ – დეტალები

კონკურსები

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა ნაშრომების მიღება ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული გამოცემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის − „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” (CONTEMPORARY LABOUR LAW REVIEW) 2021 წლის №2 გამოცემისთვის.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

1. ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ პირს;

2. სასურველია, ნაშრომს ჰყავდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი ავტორი;

3. ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით და არ უნდა იყოს სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;

4. 2021 წლის გამოცემის მთავარი თემებია:

ა) COVID-19 და შრომის სამართალი;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებები. ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ქართული შრომის სამართლისთვის აქტუალურ სხვა ნებისმიერ თემატიკაზეც, რომელიც პასუხობს ჟურნალის კონცეფციას (იხ. დანართი №1) და შემოთავაზებულია შემდეგი რომელიმე რუბრიკის ფარგლებში:ა) სტატია; ბ) კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების ანალიზი;
გ) სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი;
დ) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა;
ე) რეცენზია პუბლიკაციაზე.

5. ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) ნაშრომი (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით;
ბ) რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს;
გ) სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ ნაშრომის წარმოდგენის შემთხვევაში, დოქტორის ხარისხის მქონე შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (რეცენზენტის ხელმოწერითა და დასკანირებული სახით);
დ) ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო რეკვიზიტები;

6. ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს;

7. ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში, როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი ტექსტი − Sylfaen-ის ფონტით. ნაშრომის ძირითადი ტექსტის ფონტის ზომა უნდა იყოს 12, სქოლიოების ტექსტის ფონტის ზომა – 10, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.0 ინტერვალი;

8. ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს/სტილს (იხ. დანართი №2), ხოლო რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან (იხ. დანართი №3);

9. ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს მიერ, ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით. რედაქცია იტოვებს უფლებას, ავტორ(ებ)თან შეთანხმებით, ნაშრომში შეიტანოს სარედაქციო ხასიათის ცვლილებები; მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ტექსტი ავტორ(ებ)ს არ უბრუნდება. ამასთან, რედაქციისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება;

10. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული. თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს;

11. დოკუმენტები მიიღება 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე – [email protected] (ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად/კონსულტაციის გასავლელად მიმართეთ რედაქციას ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები