სწავლებისა და სტაჟირების შესაძლებლობა გერმანიაში – საერთაშორისო პროგრამა IES

გაცვლითი პროგრამები

Copernicus Berlin e.V. ასოციაციის (გერმანია) საერთაშორისო პროგრამა (International Excellence Scholarship Program – IES) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტუდენტებს სთავაზობს 6-თვიანი სწავლებისა და სტაჟირების შესაძლებლობას გერმანიის ორ უნივერსიტეტში: ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა (Free University of Berlin – FU Berlin) და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (Humboldt University of Berlin – HU Berlin).

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

სწავლების სამეცნიერო მიმართულება შეზღუდული არ არის და სტუდენტებს, ნებისმიერი სპეციალობით, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.

პროგრამის მონაწილეების ყველა მნიშვნელოვან ხარჯს Copernicus Berlin ფარავს.

IES საერთაშორისო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო ფორმები და შესაბამისი პროცედურები იხილეთ ვებგვერდზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები