იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოცხადდა I ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში

კონკურსები

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, USAID-ის პროგრამის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ მხარდაჭერით, მართავს იმიტირებულ პროცესს კომერციულ არბიტრაჟში.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

იმიტირებული პროცესის მიზანია ხელი შეუწყოს კომერციული სამართლისა და კომერციული არბიტრაჟის შესწავლას და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებას იურისტებში.

შეჯიბრის ზეპირი ნაწილი გაიმართება 2021 წლის 9-11 აპრილს.

შეჯიბრზე გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 დეკემბერი!

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა?

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს (რეგისტრაციის მომენტისათვის სტუდენტს დამთავრებული ჰქონდეს ბაკალავრიატის მე-2 კურსი მაინც). შეჯიბრში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ პრაქტიკოს იურისტებს, რომლებიც შეჯიბრში მონაწილეობის მომენტისთვის არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.

ერთი უნივერსიტეტიდან შეჯიბრში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს მხოლოდ 1-მა გუნდმა. თითო გუნდი უნდა შედგებოდეს 2 – 4 მონაწილისა და არაუმეტეს 2 მწვრთნელისა.

როგორ წარიმართება შეჯიბრი?

შეჯიბრი გაიმართება ქართულ ენაზე და შედგება ორი ეტაპისგან:

  • პირველი ეტაპი მოიცავს წერილობითი დოკუმენტების მომზადებას. თითოეული მონაწილე გუნდი მოამზადებს საარბიტრაჟო სარჩელს და საარბიტრაჟო შესაგებელს.
  • მეორე ეტაპი შედგება ზეპირი გამოსვლებისგან, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ არგუმენტები საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე.

ყველა მონაწილე სტუდენტს გადაეცემა შეჯიბრში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულ გუნდებს/მონაწილეს, დამატებით, შესაბამის ნომინაციაში გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დამატებით ინფორმაცია იმიტირებული პროცესის შესახებ, საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენის ვადები, წესები და ზეპირი გამოსვლების პროცედურა მოცემულია ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები