თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის აცხადებს ესეების კონკურსს, რომელიც ჩატარება პროექტის – „პიგმალიონის” ფარგლებში.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ანალიტიკური ესე თემაზე: “თავისუფლების იდეა ანტიკურ საბერძნეთსა და თანამედროვე საზოგადოებაში”.
კონკურსანტების წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორებისგან დაკომპლექტებული კომისიის მიერ და გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა ტაბლეტი (Apple – iPad, 10,2, 32 GB) და „საბას” ელექტრონული ბიბლიოთეკის ერთწლიანი ვაუჩერი. ამასთან, სამი საუკეთესო ნაშრომი დაიბეჭდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში – „მნემოსინე”.
სტუდენტურ კონკურსის გამარჯვებულ პროექტს, „პიგმალიონს”, მიმდინარე სასწავლო წელს შეუერთდა ახალი პროექტი სახელწოდებით „აგორა”. როგორც ცნობილია, „აგორა” ძველ ათენში იყო პოლიტიკურ და ინტელექტუალურ სჯა-ბაასთა ადგილი მრავალ სხვა მოვლენასთან ერთად. თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით გვსურდა რა გამოგვენახა ურთიერთობის ახალი ფორმა, განვიზრახეთ ვირტუალურ სამყაროში შეგვექმნა სივრცე ინტელექტუალური სჯა-ბაასისთვის. ამ სივრცეს პირობითად ვუწოდეთ „აგორა”.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისსა თუ რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდს, შეავსეთ ანკეტა და შესაბამის ველში ატვირთეთ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ PDF ფორმატით.
კონკურსანტებმა 2020 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ნაშრომები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].
კონკურსი „პიგმალიონი” წარმოადგენს თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულ პროექტს და ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე – 577 42 69 82; [email protected].