ანაზღაურებადი სტაჟირება გარე გაყიდვების დეპარტამენტში

დასაქმება

კომპანია “ციტადელი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გარე გაყიდვების დეპარტამენტში.

კომპანია “ციტადელი” 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური შენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების მენეჯერებისა და გაყიდვების სპეციალისტების ხელშეწყობა, გაყიდების განხორციელებისა და საოპერაციო საქმიანობის პერიოდში;
  • სამშენებლო პროდუქციის, გაყიდვების ტექნიკის შესწავლა;
  • მომხმარებლის მომსახურება, გაყიდვის განხორციელება გაყიდვების მენეჯერის უშუალო ზედამხედველობით;
  • გაყიდვების ხელშეწყობისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, მომხმარებლის მოძიება და გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები