უნგრეთის მთავრობის 2021-2022 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი ცხადდება

გაცვლითი პროგრამები

უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაზე „Stipendium Hungaricum 2021-2022″ ცხადდება კონკურსი, რომელსაც ახორციელებენ უნგრეთის მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან – სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსება უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

  • ბაკალავრიატი – არაუმეტეს 30
  • მაგისტრატურა – არაუმეტეს 30
  • დოქტორანტურა – არაუმეტეს 10
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5
  • 3-10 თვის ხანგრძლივობის ტრენინგ კურსები – 5 (განხორციელდება 2022-2023 სასწ. წლისთვის)

სასწავლო პროგრამის პირველ წელს სტიპენდიატებმა (გარდა დოქტორანტებისა) უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული უნგრული ენის შემსწავლელი კურსი „Hungarian as foreign language” და ჩააბარონ გამოცდა მეორე სემესტრის დასრულებისას (წესი არ ეხებათ უნგრულენოვან პროგრამაზე ჩარიცხულ სტიპენდიატებს).

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის უნივერსიტეტებისა და პროგრამების ჩამონათვალი და COVID-19 დაკავშირებულ ყველა სიახლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

საკონკურსო მოთხოვნებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულთათვის და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებულთათვის ხელმისაწვდომია ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე.

ელექტრონული განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს თბილისის დროით 2021 წლის 16 იანვრის 02:59 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია „Stipendium Hungaricum 2021-2022″ უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები