რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

რუმინეთის მთავრობა 2021 – 2022 აკადემიური წლისათვის სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

აპლიკანტს შეუძლია, რუმინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აირჩიოს სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხური, გარდა მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაკოლოგიის მიმართლებებისა. საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე სწავლების ენა მხოლოდ რუმინულია.

სადოქტორო საფეხურზე სწავლების ენაა რუმინული ან ინგლისური. აპლიკანტს, რომელიც არ ფლობს რუმინულ ენას სწავლის დაწყებამდე შეუძლია გაიაროს რუმინული ენის 1-წლიანი მოსამზადებელი კურსი.

შერჩეული კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება მომდევნო წლის 15 ივნისამდე.

კანდიდატის განაცხადი რუმინულ მხარეს უნდა მიეწოდოს საქართველოში რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გავლით, არაუგვიანეს 2021 წლის 5 მაისისა.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია დანართში და ვებ-გვერდზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები