სს “იბერია რეფრეშმენტსი” “პეპსიკოს” ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას ფინანსურ დეპარტამენტში!
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თეთრი ჰევი ხესის დასახლება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- წარმოების პროცესის ბუღალტრული აღრიცხვა;
- თვითღირებულებების დათვლის კონტროლი/მართვა;
- მენეჯერული აღრიცხვისათვის გარკვეული ფაილების მომზადება;
- ინვენტარიზაციის მართვა/კონტროლი;
- საბაჟო დეკლარაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
- კომპანიის რეალიზაციების და მარაგების მოძრაობის კონტროლი;
- სხვა ტიპის ოპერაციები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბუღალტერია/ფინანსები ან ეკონომიკის მიმართულებით;
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
- ფინანსური აღრიცხვის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
- Microsoft Excel ის მაღალ დონეზე ფლობა
დამატებითი მოთხოვნები რომლებიც ჩაითვლება უპირატესობად:
- წარმოების ბუღალტერიის გამოცდილება
- 1C ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული; - დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 13.12.2020.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის (Subject) ველში.