USA2GEORGIA აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, 09:00-15:00 ან 15:00-21:00
ადგილმდებარეობა: თბილისი.
USA2GEORGIA-ში ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ფასდება შრომისმოყვარეობა, კოლეგიალურობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი; თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც არის USA2GEORGIA; გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.
ფუნქცია/მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული სერვისების გაცნობა;
- კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი სტანდარტის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი უნარ–ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მომსახურების ხარისხზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენი შემოთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] 2020 წლის 30 ნოემბრამდე.
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.