რომპეტროლის ოჯახი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, გეძებთ თქვენ. თუ ეძებ სამსახურს, ან გინდა შეუსაბამო უკვე არსებულს, ჩვენი გრაფიკი დაგეხმარება ამაში.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
გამოიმუშავე საშუალოდ 600 ლარამდე, შენს სახლთან ახლოს.
ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს: თვეში 7, ან 8 სტანდარტულ ცვლას
 - სტანდარტული სამუშაო გრაფიკის ფიქსირებული ანაზღაურება 320-იდან 400 ლარამდე
 - სტანდარტული გრაფიკით გათვალისწინებული 8 ცვლის ზევით, დამატებითი ნამუშევარი საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას
 - სახელმწიფო დასვენების დღეებში ნამუშევარი დღის ორმაგ ანაზღაურებას
 - კვარტალურ ბონუსებს
 - სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილის გადახდას
 - თუ სტუდენტი ხარ, ცვლების განაწილებაში ხელშეწყობას
 - თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ადგილმდებარეობას
 - კარიერის განვითარების რეალურ შესაძლებლობას
 - დაცულ სამუშაო გარემოს, ვირუსისაგან პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას.
 
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- მომხმარებლის ავტომობილის შესაბამისი საწვავით გამართვა;
 - მიღებული მომსახურების ღირებულების გატარება – სალარო, თუ საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით;
 - მიმდინარე სიახლეების მომხმარებლებისათვის გაცნობა
 
სამუშაო ადგილის მისაღებად:
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ან უბრალოდ მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე [email protected] თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით. წერილში აუცილებლად მიუთითეთ დასაქმებისათვის თქვენთვის სასურველი ქალაქი/უბანი.
თუ ელ.ფოსტაზე წვდომა არ გაქვთ, სამუშაო დღეებში 11:00-იდან 13:00 საათამდე დაგვირეკეთ ტელეფონზე 595 909 773, ან მოგვწერე SMS და თავად დაგიკავშირდებით.

                                    


