უფასო ტრენინგი და ანაზღაურებადი სტაჟირება ახალგაზრდა ქალებისთვის

დასაქმება

აღმოსავლეთ საქართველოში სოციალური მედია მარკეტინგისა და ვებ დეველოპმენტის ტრენინგები იწყება.

თუ ხარ დაინტერესებული ციფრული მარკეტინგისა და საბაზო ვებ დეველოპმენტის შესწავლით და გინდა გაიუმჯობესო შენი კომპეტენციები, მაშინ ეს ტრენინგები შენთვისაა.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ტრენინგებზე მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია პროექტის “ციფრული კომპეტენციები ეკონომიკური მდგრადობისათვის” ფარგლებში.

ტრენინგების წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა ტექ კომპანიაში.

ტრენინგების შედეგად მონაწილეები შეძლებენ ინტერნეტში სოციალური მედია კომპანიის დამოუკიდებლად წარმოებას და საბაზო ვებგვერდის შექმნას, რითაც გაიუმჯობესებენ ადგილობრივი თუ დისტანციური დასაქმების პერსპექტივას.

ტრენინგები სოციალურ მედია მარკეტინგსა და ვებ დეველოპმენტში ჩატარდება საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში: ყაზბეგი, ახალციხე, ახალქალაქი, სიღნაღი და გურჯაანი.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მითითებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს (ასაკი 16-29), შშმ პირებს და სხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს.

ტრენინგები ჩატარდება რამდენიმე ეტაპად 2020 წლის ნოემბრიდან, 2021 წლის მარტამდე, შაბათ-კვირას გამართული 4 საათიანი სესიებით.

მოკლედ პროექტის შესახებ: პანდემიის შედეგად შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის დასაქმებისა თუ თვითდასაქმებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით 2020 წლის სექტემბრიდან ინოვაციური განათლების ფონდი Peoples In Need (PIN) მხარდაჭერით და ევროპის კომისიის დაფინანსებით „Covid-19 სოლიდარობის პროგრამის პირველი რაუნდის” ფარგლებში ახორციელებს პროექტს „ციფრული კომპეტენციები ეკონომიკური მდგრადობისათვის”.

პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფები აიმაღლებენ ციფრულ კომპეტენციებს ტრენინგების საშუალებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, წარმართონ უფრო ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაცია და/ან გაიფართოვონ დასაქმების პერსპექტივები.

გთხოვთ, სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ ქართულ ენაზე 2020 წლის 9 ნოემბრამდე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები