“ლექტორზე ვთქვი, ტვინი წაიღო, რამდენს ლაპარაკობს-მეთქი” – სტუდენტების მარგალიტები ონლაინ სწავლებიდან 

მხიარული ინფო

მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ ყველას დღის წესრიგი შეცვალა, თუმცა დამეთანხმეთ რომ ახალ რეგულაციებსა და შეზღუდვებს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია – გადავხედოთ პირბადის ტარების მრავალფეროვნებას, მისალმების ახალ ფორმებს და ა.შ. კურიოზების ჩამონათვალში არც ონლაინ სწავლების “ბნელი” მხარეები უნდა გამოგვრჩეს. რამდენი თქვენგანი ჩავარდნილა ლექციისას/სემინარისას უხერხულ მდგომარეობაში ტექნიკური ხარვეზის გამო?

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

გთავაზობთ საუკეთესო მარგალიტებს სტუდენტების უხერხული და სასაცილო სიტუაციებიდან:

მეგი ღვინიაშვილი: “მოკლედ, ლექცია მაქვს ზუმში და ჩემი ერთ-ერთი ტრიპაჩი ჯგუფელი ლექტორის თავის მოსაწონებლად რაღაცებს ტრიპაჩობს და ლაპარაკობს, მე ოთახში, დავდივარ აქეთ-იქეთ, თან რაღაცას ვაკეთებ და თან ვილანძღები, გავასწორე მიწასთან ბოლო დონემდე ეს ჯგუფელი. ბოლოს რაღაც სიჩუმემ გამაკვირვა, მეთქი, რატო გაჩუმდნენ-თქო, მივედი ლეპტოპთან და თურმე ხმა ჩართული მქონია. ცოტა პაუზის მერე ლექტორი მეკითხება: – “დაამთავრეო?!” შემრცხვა და გავთიშე ზუმი.”

ანუკი ბარძიმაძე: “მე მეგონა ხმა გათიშული მქონდა და რაც სლაიდზე იყო იმას ვკითხულობდი, ვითომ ვყვებოდი რომ ჩემი ოჯახი გამეკვირვებინა. ნუ მოკლედ რო დავასრულე – ყოჩაღ ბარძიმაძე კარგად კითხულობო.”

ლუკა გვარამაძე: “მეც მომივიდა… ლექტორზე ვთქვი, რამდენს ლაპარაკობთ-თქო, ტვინი წაიღო, ვერაფერი გავიგე და ლექტორი უცებ ამბობს: Huawei P20 Lite ვინ არისო? კიდე კაი სახელი არ შევცვალე და ტელეს სახელით ვიყავი შესული.”

ანა ხუციშვილი: “ერთხელ ასე დამემართა – ერთი გოგოს ფოტო ვნახე და თან ზუმში ვიყავი ვლანძღავდი და ბოლოს საქონელი-თქო მივაძახე და ლექტორმა ხმა გამორთეო.”

ლექსო ბერიტაშვილი: “1 კვირის წინ მქონდე მასეთი შემთხვევა… ლექტორს რაღაც ვკითხე და თურმე არ გამითიშია მიკროფონი… ჩემი ძმა მეუბნება ეგ საგანი პირველ კურსზე გავიარეო რა არის მე-3 კურსზე რომ გადიხარო… მეთქი, მე კი არ ვადგენ ამ დედანატირებ სილაბუსს და კიდევ აღარ მახსოვს რა ვილაპარაკე, მაგრამ კომპიდან რომ გავიგე ხმა ჩემი კურსელისგან “ლექსო გათიშე მიკროფონიო”, აი, მანდ ვიკვნიტე ენაზე.”

თამარი: “მე პირიქით, სულ პირველად რო შევედი ინგლისურის გაკვეთილზე, არ ვიცოდი ხმის გათიშვა-ჩართვა და რაღაც მასეთები, ხოდა მასწავლებელი გრამატიკულ დროებს გვაყალიბებინებდა (პარალელურად რაღაც ჰქონდა გახსნილი და არ უყურებდა ვინ შემოვიდა და ვინ არა), ხოდა მე ხმაგამორთულზე ვკიოდი (გამორთვა და ჩართვა რო არსებობდა ბოლო წამს მივხვდი), თან მიკვირდა ყურადღებასაც არ მაქცევს-მეთქი. მეორე გაკვეთილზე მითხრა, რატომ არ იყავი წინაზეო. ხმა რო არ ესმოდა, ეგონა არ შევსულვარ.”

ნათია თანდაშვილი: “სულ პირველად რომ გადავედით ონლაინ სწავლებაზე, ერთ-ერთი საგნის პირველ ლექციაზე ლექტორმა საუბარი რომ დაიწყო ერთმა გოგომ ფუ რა საზიზღარი ხმა აქვს ამ ქალსო, იმის მერე ეგ ბავშვი აღარავის გვინახავს შემოსული.”

ქეთი ლაზაშვილი: “რას ამბობ, სანამ გავლანძღავ ასჯერ შევხედავ, ხომ ნამდვილად გამორთული მაქვს ხმა, მერე მივაყრი და მივაყრი, მაგრამ ისიც გულში, რა ვიცი, რას გაუგებ მაგ მოგონილ მანქანას როის ჩაერთვება ხმა.”

ანა აბულაშვილი: “ერთი სემინარს აბარებდა დღეს და ვიღაც მეცნიერის სახელი შეეშალა და ლექტორმა თუ კითხულობ სწორად მაინც წაიკითხეო.”

სოფია ქუხილავა: ” აუ, ზოგს რა ბედი აქვს, მე კი გათიშული მიკროფონით მოვყევი თემა და ლექტორმა მხოლოდ მაშინ შემახსენა, როცა თემა დამთავრებული მქონდა, ხომ უნდა ამოწყვიტო.”

ზაზა გამყრელიძე: “მე ხმა მქონდა ჩართული და შაურმა მოვიდა, ჩემი კოლეგა იყო კურიერი და თან ლექციაა, თან ამას ვეუბნები, ვეღადავები, დღეს რა ლამაზად გამოიყურები-მეთქი. ლექტორი ამ დროს მე მელაპარაკებოდა: გამყრელიძე, მადლობა კომპლიმენტისთვისო.”

ევა ჟვანია: “ძაან ცუდად ვარ. უცხო ენა გვიტარდებოდა ზუმში, როდესაც ბავშვმა მთხოვა კარაქიანი პური წამესვა მისთვის. ამასობაში ლექტორი რაღაცას ამბობს და მთელი ყურადღებით ვუსმენ, გემრიელად მოვკბიჩე კარაქიანი პური, ბავშვმა დაიწყო კივილი-წივილი რას ქვია კარაქიანი პური შემიჭამეო, და თან ზუმიც დადუმდა, თურმე კამერა და ხმა მქონია ჩართული და ლექტორმა გხედავთო და გვესმოდაო. თითქმის ორი კვირაა ჩინური ენის ლექციას აღარ ვესწრები სირცხვილით.”

ნუცა ბაკურაძე: “მე ლექცია მქონდა ჩართული და მესენჯერის ჩატში სასაცილო მიწერ-მოწერები იყო, ვხარხარებდი ყველა გაჩუმდა მერე მესმის ხმა ვინ იცინის ხალხოო და ვნახე ხმა გათიშული არ მქონდა.”

ნონა ჩხვიმიანი: “მოკლეთ, ლექცია გვაქ ონლაინ და პარალელურად მეორე დღის პრეზენტაციას ვაკეთებთ მე და ჩემი მეწყვილე. რაღაცაში გავიჭედეთ და ვჩალიჩობთ მაგის მოგვარებას. ნუ როგორც იქნა მივხვდი რა უნდა ვქნათ, ვიღებ ტელეფონს და ვრეკავ კურსელთან (ლექტორი ხსნის ლექციას) და ბოლო ხმაზე ვყვირი ანა მივხვდი რაც უნდა ვქნათ-თქო (ოღონდ ვყვირი განწირული ხმით), უცებ წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა და იწყება ჩემი კურსელების სიცილი და ყვირილი ნონა ხმა გათიშე, ხმა გათიშეო. იმდენი მეძახდა თავი ფორტ ბოიარდში მეგონა. ლექტორი 5 წუთი გასუსული იყო მე კიდე მაგარი შერცხვენილი. იმდენი ხანი ვცდილობდი ნაზი გოგოს იმიჯი შემექმნა და წამში წყალში ჩავყარე მთელი შრომა.”

მარიამ თოფურია: “ერთ-ერთი ჯგუფელი მდინარეებს აჩვენებდა რუკაზე და ლექტორმა შეაწყვეტინა საუბარი და უთხრა, ფრთხილად გადადი შემდეგ მდინარეზე, ადიდებული არ იყოსო.”

ნინი ჩხაიძე: “ლექტორის ლანძღვაში რომ ენას გაიქაფავ დედაშენთან და უცებ ხედავ ხმა ჩართული გაქ და მთელი ამ სემესტრის შეტენილი საგნები რო ჩაგირბენს თვალწინ, აი, ეგ ადრენალინი მიყვარს…”

გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შემთხვევებიც 🙂 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები