კონკურსი სტუდენტებისთვის – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

კონკურსები

კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოზარდებში მედიაწიგნიერების – კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება:

აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – “Fake News”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია, წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი.

დავალების წარმოსადგენად სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი – ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან კომუნიკაციების კომისიის, „მედიააკადემიის“, განათლების სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

პრიზები:

I ადგილი – iPhone 12 Pro
II ადგილი – iPad Pro 2020
III ადგილი – Beats Studio 3

კონკურსის ვადები:

საკონკურსო ნამუშევრები სტუდენტებმა უნდა გამოგზავნონ 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომის გამოსაგზავნად:

  • კონკურსის მონაწილემ უნდა შექმნას Google-ის ელექტრონული ფოსტა (mail.google.com);
  • Google-ის ელექტრონული ფოსტის შექმნის შემდეგ საკონკურსო ნაშრომი გამოგზავნოს შემდეგი ბმულის გამოყენებით.

კონკურსის წესები:

სტუდენტებმა თავად შეუძლიათ შეარჩიონ საკონკურსო დავალების წარმოდგენის ფორმატი, თუმცა უნდა გაითვალისწინონ ნაშრომის მოცულობის ლიმიტი:

  • ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს;
  • საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს;
  • ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი;

შეფასების კრიტერიუმები:

  • რამდენად რთული იყო ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ნამდვილი ამბავი;
  • რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე;
  • რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება;
  • რამდენად ინფორმაციული და პრეზენტაბელურია ნაშრომი.
  • ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს;
  • ნაშრომი, რომელშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს

დავალების შესრულებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდს ფეისბუკზე.

კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიწერეთ: [email protected]

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები