“სილქნეტი” აცხადებს ფინანსური ანალიტიკის და IFRS რეპორტინგის განყოფილებაში სტაჟიორებას, დასაქმების პერსპექტივით.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამუშაოს აღწერა
- ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
 - კომპანიის ფინანსურ აუდიტში მონაწილეობის მიღება;
 - მარეგულირებელი კომპანიის ყოველთვიურ რეპორტებში ჩართულობა;
 - ბიუჯეტის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობის მიღება;
 - ინვესტორ პრეზენტაციებისა და წლიური ანგარიშის (Annual Report) მომზადებაში ჩართულობა;
 - სხვადასხვა ტიპის სამუშაო ფაილების დამუშავება კომპანიის შიდა რეპორტინგის მიზნებისათვის;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის მიმართულებით);
 - ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინგლისურ ენაზე წერის უნარ-ჩვევებს) MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
 - ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
 
პიროვნული მახასიათებლები
- გუნდური მუშაობა
 - სხარტი აზროვნება;
 - პასუხისმგებლობა;
 - პროფესიული განვითარების სურვილი;
 - დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
 - დროის მართვის უნარი;
 
სამუშაოს: განაკვეთი სრული
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
განათლების ხარისხი: არასრული უმაღლესი/სტუდენტი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 31 ოქტ. 2020წ.

                                    


