ბიზნეს ბანაკი ბიზნეს იდეის განსავითარებლად – რეგისტრაცია

ივენთი

გსურს, დაიწყო ბიზნესი, მაგრამ არ იცი – როგორ? უკვე გაქვს ბიზნეს იდეა? თუ ჯერ ისევ ფიქრობ, რომელ მათგანზე დაიწყო მუშაობა? მაშინ დროა, მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ბანაკში, სადაც 1 კვირის განმავლობაში გექნება შესაძლებლობა, განავითარო შენი იდეა და ბიზნეს მოდელი, ისწავლო გამოცდილი მეწარმეებისა და სპეციალისტებისგან.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

გამარჯვებულები მიიღებენ ფინანსურ ხელშეწყობას თავიანთი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია საქართველოში მცხოვრები ყველა ინდივიდისთვის, რომელსაც სურს დაიწყოს ბიზნესი საქართველოს შემდეგ მ უ ნ ი ც ი პ ა ლ ი ტ ე ტ ე ბ შ ი: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

მონაწილეობის მიღება უფასოა!

ბიზნეს ბანაკი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში 12-18 ოქტომბერს.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. რეგისტრაცია დასრულდება 7 ოქტომბერს, 23:59-ზე.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 9 ოქტომბერს.

ბიზნეს ბანაკი ორგანიზებულია EU ENPARD-ის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და UNDP Georgia-ს მხარდაჭერით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები