ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ორი წლისაა – უსასყიდლო ტურები ვიზიტორებისთვის

ივენთი

2 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დაარსებიდან 2 წელი გადის. დაბადების დღე მუზეუმმა დამთვალიერებელს მიუძღვნა და ამ დღეს უსასყიდლო ტურებს უმასპინძლებს.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

“ამ თარიღთან დაკავშირებით, 2 ოქტომბერს, 12, 14 და 16 საათზე ჩვენს დამთვალიერებელს ვთავაზობთ უფასო ვიზიტს და საინტერესო ტურს მუზეუმში ხელოვნებათმცოდნესთან ერთად.

პანდემიიდან გამომდინარე ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ტურზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, მსურველებმა გთხოვთ დარეკეთ ნომერზე: 591 68 00 00.

გთხოვთ ასევე, გაითვალისწინოთ, აუცილებელია პირბადე! მუზეუმში შესვლისას დაცული იქნება ყველა საერთაშორისო რეკომენდაცია და რეგულაცია”, – ვკითხულობთ მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე.

გარდა ამისა, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი იწყებს ახალ პროექტს – „პირისპირ“, რომელიც უფროსი და ახალი თაობის არტისტების დიალოგს გულისხმობს. პირველი ასეთი დიალოგი მუზეუმის დაბადების დღეს, ალექსანდრე ბანძელაძის დარბაზში, შეგდება. და ადგილი დაეთმობა ახალგაზრდა არტისტის – ნინუკა საკანდელიძის რამდენიმე ახალ ნამუშევარს. კონცეფცია კურატორ – კონსტანტინე ბოლქვაძეს ეკუთვნის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები