საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსის თემატიკა – „კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქებას ქართულ მედიაში და გამოავლინოს ამ დარგით დაინტერესებული მომავალი ჟურნალისტები.
კონკურსი ტარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ორიენტირის“ ფარგლებში.
კონკურსის ორგანიზატორია შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ა. წ. 11 დეკემბერს.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრემია:
- პირველი პრემია – 1200 ლარი
- მეორე პრემია – 1000 ლარი
- მესამე პრემია – 800 ლარი
კონკურსმა დააწესა სპეციალური პრიზი თემაზე „კოვიდ პანდემია და კულტურა“ შექმნილი საუკეთესო მედიაპროდუქტისთვის – 1000 ლარი
საკონკურსოდ შესაძლებელია ნებისმიერი აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების წარმოდგენა (რეპორტაჟი, სიუჟეტი, მცირე ფორმატის გადაცემა, ინტერვიუ, მულტიმედიური პროდუქტი, მცირე ზომის დოკუმენტური ფილმი, ესსე, ჩანახატი და სხვ.)
კონკურსში მონაწილეების განაცხადის და საკონკურსო მასალების მიღების ვადები – 25 ნოემბრიდან – 1-ლ დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს ავტორიტეტული ჟიური.
გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ფეისბუკ გვერდზე.
განაცხადში უნდა მიეთითოს ავტორი, უნივერსიტეტის დასახელება, სპეციალობა, სწავლების საფეხური.
საკონკურსო მასალები ან მასალების ლინკები უნდა აიტვირთოს შემდეგ მისამართზე – [email protected].