სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური საბჭოს დასკვნით, საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები და სტუდენტები დისკრიმინაციულ და გულგრილ დამოკიდებულებას ხშირად აწყდებიან.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში საუბარია, რომ უცხოელი სტუდენტები დისკრიმინაციულ დამოკიდებულება აწყდებიან არა მარტო თანატოლების, არამედ აკადემიური პერსონალის მხრიდანაც.
„კანონები, რომლებიც ადრეულ, ზოგად და უმაღლეს განათლებას არეგულირებს, შეიცავს მუხლებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებს რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშები, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ბაგა-ბაღებშიც და ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებშიც ხშირად ირღვევა ნეიტრალურობის პრინციპი.
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნებიან და, ასევე, უცხოელი სტუდენტები, ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციულ და გულგრილ დამოკიდებულებას როგორც თანატოლების, ასევე ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მხრიდან“, – ნათქვამია რელიგიური საბჭოს ანგარიშში.