პროექტი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კონკურსები

ა(ა)იპ რეგიონული დამოკრატიული ჰაბი – კავკასია (RDH- Caucasus), გერმანულ ორგანიზაცია Distruprion Network Lab-თან თანამშრომლობით იწყებს ტრენინგის მონაწილეთა შერჩევას თემაზე სიძულვილის ენის შემცველი ნიუსი vs სიტყვის თავისუფლება, პოლარიზაცია და პლურალიზმი ქართულ მედია სივრცეში (Hate News vs Free Speech), რომელიც ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაფართოების პროგრამის ფარგლებში (აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა).

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მედია პლურალიზმის ხელშეწყობას და ამ მიზნით მათ შორის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გაძლიერებას.

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს და მის ფარგლებში განხილული იქნება სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის შემცველი ნიუსები, ყალბი ინფორმაცია, ციფრული და მედია წიგნიერება, სოციალური ქსელებით მანიპულაცია (ციფრული პროპაგანდა, ბოტები და ტროლები), მათი იდენტიფიკაცია და მათთან ბრძოლის სხვადასხვა გზები. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 15 მონაწილე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ლექციები, დაესწრონ ვორქშოფებს და ჩაერთონ აქტუალური თემების გადაწყვეტაში.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე ფაკულტეტის სტუდენტებს – მომავალ ჟურნალისტებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა პროექტის ორგანიზატორებს უნდა წარუდგინონ სანდო წყაროებზე დაყრდნობით და ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით მომზადებული სულ მცირე ორი სიუჟეტი/სტატია/ბლოგი, რომელთა შეფასების შედეგად გამოვლინდებიან საუკეთესო ავტორები/კანდიდატები, რომლებიც 12 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ბერლინში, Kunstquartier Bethanien-ში გამართულ კონფერენციაზე (COVID19 -ის მდგომარეობის გათვალისწინებით).

სასურველია მონაწილეები ფლობდნენ ინგლისურ ენას. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგი ჩატარდება 10-11 ოქტომბერს აჭარაში ან სამცხე ჯავახეთში (რეგიონი შესაძლოა შეიცვალოს COVID19-ის მდგომარეობის გათვალისწინებით). ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭირო ყველა ხარჯი დაფინანსდება ორგანიზატორთა მხრიდან.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 სექტემბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები