სს „ჯორჯიან ქარდი“, საქართველოში არსებული ერთ-ერთი მსხვილი საპროცესინგო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (შესაძლებელია რამდენიმე თვეში ერთხელ თბილისის გარეთ მივლინება)
ძირითადი მოვალეობები:
- სს „საქართველოს ბანკის“ ყველა სახის გარე მოწყობილობის ხარისხის კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებში მერჩანტებთან ვიზიტი საგადამხდელო მოწყობილობების მონიტორინგის მიზნით;
- ბანკის ფილიალების გარეთ მდენაბარე სწრაფი გადახდის აპარატების ტექნიკური და ვიზუალური კუთხით შემოწმება;
- ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დაფიქსირება ელექტრონული სახით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- ენების ცოდნა: სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სავაჭრო ობიექტის თანამშრომლებთან კომუნიკაციისთის)
- სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო არ არის
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები
- ორგანიზებულობა, ენერგიულობა
- დროის მენეჯმენტი, სამუშაოს სწორად დაგეგმვის და დროის
- გადანაწილების უნარი
- დეტალების მიმართ გამოხატული ყურადღება.
კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 7 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: [email protected] და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.