ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსის საშუალებით გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები კამპანიის “მე ვირჩევ თანასწორობას“ მხარდასაჭერად, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და მათი მნიშვნელობა ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
თანასწორობის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან ან სამცხე-ჯავახეთიდან.
მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი დოკუმენტებისა და ინტერვიუს საფუძველზე. დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 16 ოქტომბერი 2020წ. ბოლო ვადის შემდეგ მიღებული აპლიკაციები არ განიხილება.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით: თანასწორობის ელჩი
დეტალური ინფომრციისთვის ეწვიეთ ბმულს.