კომპანია Nexia Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:
- კომპანიაში ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- დამკვეთი კომპანიის საჭიროებების შესწავლა და გაანალიზება;
- კონსულტაციების გაწევა დამკვეთის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
- დამკვეთის თანამშრომლების დახმარება პროგრამის ათვისებაში – პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსების ჩატარება;
- დამკვეთის ტექნიკური მხარდაჭერა.
პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება – ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები;
- ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა – ჩაითვლება უპირატესობად;
- 1C სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება – ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- ადგიმლდებარეობა – ქ.თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, ბიზნეს ცენტრი „King David”
- სამუშაო საათები – სრული სამუშაო განაკვეთი – 10:00 – 19:00, ორშაბათი-პარასკევი.
- ანაზღაურება – ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] 2020 წლის 20 სექტემბრამდე.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ: ბიზნეს ანალიტიკოსი.