თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება „ფლირტის“ საღამოზე გიწვევთ

ივენთი

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 22 აგვისტოს 19:00 საათზე გიწვევთ „ფლირტის“ საღამოზე – არტოს ბაღში.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ფლირტი, ანუ „ყვავილების ენა“ XIX საუკუნის აღმოსავლური (სპარსული) თამაშია. მასში მონაწილეობს 6 ან მეტი ადამიანი. საჭიროა 40-დან 100 ბარათამდე. თითოეულ ბარათზე 15-20 ფრაზაა.

? თამაშის წესები:

„ფლირტის“ მონაწილეები ბარათების დასტიდან თავად იღებენ რამდენიმე ბარათს. როცა მოთამაშეს ვინმესთან საუბრის გაბმა სურს, აწვდის ბარათს, რომელზეც სასურველი ფრაზა წერია და მოსაუბრეს ეუბნება იმ ყვავილის დასახელებას, რომელიც ფრაზის ,,ავტორია”. ისიც იმავე წესით პასუხობს, ან უპასუხოდ ტოვებს. უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში მოთამაშე სხვა ადრესატს ირჩევს და შეეცდება ფლირტის გაბმას.

ის მოთამაშე, რომელიც ყველა ბარათს გასცემს და თავად უპასუხოდ/უბარათოდ რჩება, თამაშს ეთიშება.

მონაწილეობა თავისუფალია!

თარიღი: 22 აგვისტო
დრო: 19:00 სთ.
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. N103 – არტოს ბაღი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები