ანაზღაურებადი სტაჟირება

დასაქმება

არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის”  (ISC), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “სახელმწიფო უწყებების შესაძლელობების გაძლიერება საგანგებო და პოსტ საგანგებო მდგომარეობის დროს ეფექტური მოქმედებისათვის”, რომლის მიზანსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსებისთვის პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში მხარდაჭერა წარმოადგენს. პროექტი ითვალისწინებს სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და მედიატორებისათვის ტრენინგებსა და პროფესიული ზედამხედველობის შეხვედრებს, COVID-19-ის პირობებში მუშაობის სპეციფიური საკითხების შესახებ.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა შესარჩევად.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
ადგილმდებარეობა: დისტანციური
ხანგრძლივობა: 4 თვე (სექტემბერი-დეკემბერი)
ანაზღაურება: 300 ლარი (დარიცხული)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • მოწვეული ექსპერტებისათვის დისტანციურად ტრენინგებისა და შეხვედრების განხორციელებაში ტექნიკური მხარდაჭერა;
    სატრენინგო და სამუშაო ჯგუფებთან (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და მედიატორები) კომუნიკაცია და მათი ინფორმირება შეხვედრების შესახებ, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით;
  • განხორციელებული შეხვედრების თაობაზე ყოველკვირეული ტექნიკური ანგარიშის მომზადება;
  • ექსპერტების მიერ მომზადებული მასალების მონაწილეებისთვის მიწოდება ელექტრონულად;
  • პროექტის მიზნებიდან და სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა ამოცანების შესრულება დისტანციურად.

ჩვენ ვეძებთ სტუდენტებს:

  • სოციალური მუშაობის ბაკალავრიატის (III-IV კურსი) ან მაგისტრატურის საფეხურზე, კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და დისტანციური მუშაობის პლატფორმების ცოდნით;
  • ორგანიზებისა და დეტალებზე ორიენტირების კარგი უნარებით;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარით, მათ შორის დისტანციურად, ტექნოლოგიების გამოყენებით.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე – რეკომენდატორის მითითებით და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] არაუგვიანეს 25 აგვისტოს 18:00 საათისა. სათაურის ველში (subject), გთხოვთ მიუთითოთ “სტაჟირება”.

კონკურსი განხორციელდება ორ ეტაპად: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ აპლიკანტებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები