განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტები აქციას მართავენ

საინტერესო ფაქტები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სტატუსშეჩერებული სტუდენტები დღეს აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

მათი თქმით, პანდემით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო, სწავლის საფასურის გადახდას ვეღარ ახერხებენ და იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო დათმობაზე წავა. აქციას სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდებიან.

“ეკონომიკური კოლაფსისა და პანდემიის პირობებში, ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს. საჭიროა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და შემუშავდეს მიდგომა. ჩვენ მზად ვართ ყველა იმ ადამიანს შევხვდეთ იქნება ეს მინისტრი თუ სხვა, რომელიც უშუალოდ გადაწყვეტს ამ საკითხს”,- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული მომავლისთვის” წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.

წყარო: rustavi2

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები