შპს მისო “ლიდერ კრედიტი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
მდებარეობა: ქ. თბილისი; ქ. რუსთავი; ქ. მარნეული
პერიოდი – 1 თვიდან 3 თვემდე
- სტაჟირების პერიოდში თქვენ პრაქტიკულად შეისწავლით;
 - მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ საკრედიტო პროდუქტებს;
 - ახალი კლიენტების მოზიდვისათვის საჭირო ეფექტური გაყიდვების ხელოვნებას;
 - საკრედიტო განაცხადის მომზადებას, კლიენტების ბიზნესის ანალიზს/შეფასებას და კომიტეტზე წარდგენას;
 - საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვას;
 
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტირებით/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
 - საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
 - რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველია რუსთავისა და მარნეულის კანდიდატებისთვის);
 
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება
 - სისხარტე
 - კომუნიკაბელურობა
 - პასუხისმგებლობის გრძნობა
 - პუნქტუალურობა
 
თუ გსურთ დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected] ან/და შეავსეთ აპლიკაცია “დასაქმდი ჩვენთან“.
ბოლო ვადა: 17 აგვისტო
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

                                    


