„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და „რადიო თავისუფლება“ აცხადებენ 5-წუთიანი ფილმების კონკურსს კორუფციაზე.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ თემაზე საკუთარი ხედვის წარმოჩენა და ვისაც აქვს ამბიცია, რომ მისი ნამუშევარი ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის და საზოგადოებას კორუფციის თემებზე დააფიქრებს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს:
- დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ან ჰიბრიდული ვიზუალური ისტორია, რომელიც ასახავს ამბავს კორუფციაზე;
- ხანგრძლივობა – 5 წუთი (შესაძლებელია ფილმის მინიმალური ქრონომეტრაჟი იყოს 3.5 წუთი);
- ვიზუალური ისტორია უნდა იყოს ქართულად ინგლისური სუბტიტრით, ან ინგლისურად ქართული სუბტიტრით;
- ვიზუალური ისტორია არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე;
- მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს გმირის ინფორმირებული თანხმობა ვიზუალურ ისტორიაში მონაწილეობაზე;
- ვიზუალურ ისტორიაში გამოყენებული მუსიკის საავტორო უფლებები მოპოვებული უნდა იყოს ავტორის მიერ.
რომელ კრიტერიუმებს გაითვალისწინებენ შეფასებისას?
- ვიზუალური ისტორიის კონცეფცია და იდეის ორიგინალურობა;
- თემის წარმოჩენის კუთხე;
- ვიზუალური გადაწყვეტა;
- ტექნიკური გამართულობა (ხმის და გამოსახულების ხარისხი).
- როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი?
- ფილმი ატვირთეთ რომელიმე ვიდეოპლატფორმაზე – Vimeo-ზე ან Youtube-ზე, რომელიც დაცული იქნება პაროლით.
ფილმის დახურული ბმული უნდა მიუთითოთ დარეგისტრირებისას სააპლიკაციო ფორმის მითითებულ ველში.
როგორ უნდა დავრეგისტრირდე?
სააპლიკაციო ფორმის შესავსებად დააწკაპუნეთ ბმულზე.
როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა?
ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ოქტომბერი.
რამდენია საპრიზო ფონდი?
პირველი ადგილი – 15 000 ლარი
მეორე ადგილი – 8 000 ლარი
მესამე ადგილი – 5 000 ლარი
ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფილმებს?
საკონკურსო ნამუშევრების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას პირველ ეტაპზე შეაფასებს შესარჩევი კომისია. ფინალში გასული ფილმებიდან გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.
მეორე ეტაპზე გადასული ნამუშევრების ავტორებს ეცნობებათ წინასწარ, შერჩეული ვიდეოების რადიო თავისუფლებისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნებამდე, არაუგვიანეს 13 ნოემბრისა.
კონკურსის მსვლელობის დროს საკონკურსო მასალა ქვეყნდება მხოლოდ „რადიო თავისუფლების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ონლაინპლატფორმებზე და კონკურსის დასრულებამდე მასალის სხვაგან გამოქვეყნება დაუშვებელია.
ფინალურ ეტაპზე გასული კონკურსანტები მიწვეულები იქნებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ პროექტის ფარგლებში დაწესებული ფულადი პრიზები.
ვის დავუკავშირდე, თუ შეკითხვა გამიჩნდება?
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.