კომპანია “UGT” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს აპლიკაციების სამსახურში, Power BI და SharePoint-ის მიმართულებით.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტის პროცესების შესწავლა და ფუნქციონალური მოთხოვნების შედგენა;
- Power BI-ის და SharePoint-ის სისტემების დანერგვის (კონფიგურაცია, მოდიფიკაცია, ტესტირება, ადმინისტრირება, მხარდაჭერა) პროცესში მონაწილეობა;
- დეველოპერებისთვის ამოცანის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
- კლიენტი კომპანიის მომხმარებლების (end-user) ტრენინგი;
- ფუნქციონალის ტესტირება;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით);
- აუცილებელია ინგლისური ენა (B2 დონე), სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- ბიზნეს აპლიკაციების დანერგვაში მონაწილეობისა და Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- დროის მართვის უნარი;
- ახალი სისტემის/ფუნქციონალის დამოუკიდებლად გარჩევისა და ადვილად ათვისების უნარი;
- ერთდროულად რამდენიმე და განსხვავებული ამოცანების შესრულების უნარი;
- გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- მოტივირებული და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რამდენიმე საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 8 აგვისტოს ჩათვლით, ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: “Power BI და SharePoint-ის მიმართულების სტაჟიორი”.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება “იუ-ჯი-თი”-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.