ფონდი “პროდემოსი” იწყებს ახალ პროექტს “start it up”: “თუ გაქვს იდეა ან პროდუქტი და გჭირდება ფინანსები მისი განვითარებისთვის, ჩვენ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას გააცნო შენი პროექტი მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის შესაძლებლობა, რომ თქვენ მოიძიოთ დაფინანსება – წინასწარი შეკვეთები თქვენს პოტენციურ პროდუქტზე. შესაძლებლობა, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდეს იდეითა თუ პროდუქტით და შესაბამისად გაიზარდოს მოგროვილი თანხის რაოდენობა.”
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
შეავსე განაცხადი, გაიარე გასაუბრება და შენი პროექტი მსოფლიოს ყველაზე მსხვილ სახალხო დაფინანსების პლათფორმა – kickstarter-ზე მოხვდება.
გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ შექმნათ პროექტის სრულყოფილი აპლიკაცია, განსაზღვროთ სტრატეგია თქვენი ბიზნესისთვის, დაგეხმარებათ შეარჩიოთ სამიზნე აუდიტორია, სწორად დაისახოთ მიზანი, დაწეროთ ისტორია და გადაიღოთ ვიდეო.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ შპს-ებსა და ფიზიკურ პირებს – 18 წლიდან.
კონკურსის ვადები:
24 ივლისი – 20 აგვისტო – განაცხადების მიღება ონლაინ ფორმით
21 აგვისტო – 1 სექტემბერი ფინალში გადასული პროექტების შერჩევა
2 სექტემბერი – 10 სექტემბერი ფინალური ეტაპი (გასაუბრებები)
14 სექტემბერი – გამარჯვებულების გამოცხადება და პროექტზე მუშაობის დაწყება
პროექტის შედეგად მიღებული თანხის 15 პროცენტი Start It Up-ის საორგანიზაციო გუნდს დარჩება.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ელფოსტაზე: [email protected] ან ფონდი “პროდემოსის” facebook-ის გვერდზე.