კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალს ე.წ. ,,გრედუეიშენს“ ადამიანის მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ზოგისთვის ის ბედნიერ და დადებით მოგონებად, სხვებისთვის კი სევდიან ისტორიად რჩება. წელს მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო სტუდენტები, მოსწავლეები და მათი მშობლები უჩვეულო და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. არავინ იცის როგორ შეიძლება ამ მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენის აღნიშვნა. კლასელებისა და ახლობლების გარემოცვაში ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა და ფოტოგრაფების წინ პოზირება, იმ სასიამოვო მომენტების მცირედი ნაწილია, რომლებიც პანდემიის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო. სწორედ ამიტომ ჩიკაგოს ოთხი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ,,გრედუეიშენის“ აღნიშვნის საკუთარი ხერხი შეიმუშავეს.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელიც პანდემიის პირობებეში ამ მნიშვნელოვანი დღის გალამაზებაში დაგეხმარებათ.
აუცილებლად ჩაიცვით მანტია და დაიხურეთ ქუდი
სკოლის მოსწავლეებმა ყველა კლასელისა და პედაგოგის თავშეყრის მიზნით ვიდეოზარი განახორციელეს. მისი ორგანიზატორების თქმით, შესაბამის ფორმაში ყოფნა ასეთ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
მანტია და ქუდი ჩვეულებრივი ვიდეოზარის ნაცვლად განსაკუთრებული ღონისძიების მოწყობაში დაგეხმარებათ.
ვიდეოზარის მონაწილეების ყურადღება თავიდანვე მიიპყარით
ღონისძიებაში ყველა მონაწილე აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ამისათვის ვიდეოზარის ორგანიზატორმა ყველა ხერხს უნდა მიმართოს. თუ ამ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევთ, თქვენი მეგობრები დიალოგში ჩართულები იქნებიან და მას პასიურად არავინ დააკვირდება.
არ გამოიყენოთ ხმის გათიშვის ღილაკი
ხშირად, ვირტუალური ღონისძიების გამართვისას, მის მონაწილეებს ხმას იმისათვის უთიშავენ, რომ ვიდეოზარის ორგანიზატორმა საკუთარი აზრის ჩამოყალიბება უფრო მარტივად შეძლოს. ამ შემთხვევაში ხმის გათიშვის ღილაკის გამოყენებისგან თავის შეკავება გირჩევთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველას ხითხითის, ჭორაობისა და ერთმანეთთან თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, ვინაიდან ამ დროს კლასელების სიახლოვე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ერთად გაიხსენეთ სასწავლებელში გატარებული პერიოდი
საუბრის საინტერესოდ წასამართად კურსდამთავრებულებისთვის შემდეგი კითხვების დასმას გირჩევთ:
- გაიხსენეთ სასწავლებელში გატარებული საყვარელი მომენტები.
- ვინ მოახდინა განსაკუთრებული გავლენა თქვენ სასწავლო პროცესზე?
- რომელი საგანი გიყვარდათ განსაკუთრებულად?
- გაიხსენეთ პედაგოგები და მათთან დაკავშირებული ისტორიები.
- რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
განიხილეთ სამომავლო გეგმები
შეუწყვეთ ხელი კურსდამთავრებულებს თავიანთი მომავლის წარმოსახვაში. ამისათვის შემდეგ კითხვების გამოყენებას გირჩევთ:
- რომელი გამოცდილება გამოგადგებათ მომავალში?
- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
- რას ელოდებით უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?
- აპირებთ სწავლის გაგრძელებას?
- რა გეგმები გაქვთ ამ ზაფხულს?
ღონისძიება მხიარულ ნოტზე დაასრულეთ
ქუდების აყრა ღონისძიებას განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს გახდის. შეგიძლიათ შეასრულოთ სიმღერა, ან წაიკითხოთ ლექსი. მთავარი ვიდეოზარის ყველა მონაწილის ჩართულობაა, ვინაიდან ამგვარად მანძილი თქვენ შორის მნიშვნელოვნად შემცირდება.
წყარო: nytimes.com