ფიშბოულის გამოწვევა სტუდენტებისთვის – საპრიზო თანხა 50,000$

კონკურსები

ფიშბოულის გამოწვევა (Fishbowl Challenge) არის გლობალური სამეწარმეო კონკურსი სტუდენტებისთვის. Fishbowl Challenge-ის მიზანია გააერთიანოს სტუდენტები მთელი მსოფლიოს მაშტაბით, რათა სამეწარმეო გზით გადაჭრან სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ეს საუკეთესო საშუალებაა თავი მოსინჯოთ სამეწარმეო სფეროში, გზა მისცეთ თქვენს კრეატიულობას, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და რაც მთავარია, მიიღოთ დაფინანსება თქვენი ბიზნეს იდეისთვის.

კონკურსის ეტაპები შემდეგია:

  • ავსებთ აპლიკაციას და წარადგენთ რეკომენდაციას
  • უერთდებით 4-5 კაციან ჯგუფს
  • ავითარებთ მიდგომას რათა გადაჭრათ მნიშველოვანი გლობალური პრობლემა ჩამოთვლილი 5 სფეროდან ერთ-ერთში: (ეკონომიკის გაძლიერება და სოციალური სამართლიანობა, განათლება, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განახლებადი ენერგია)
  • წერთ ბიზნეს გეგმას და წარადგენთ მას

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან 50,000$-მდე საპრიზო თანხით რათა განახორციელონ თავიანთი ბიზნეს იდეა.

თუ დაგაინტერესათ ამ შესაძლებლობამ მაშინ იჩქარეთ, აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 25 ივლისი. ხოლო რეკომენდაციის წარდგენის ბოლო თარიღია 31 ივლისი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან.

აპლიკაციის შევსება

დამატებითი ინფორმაცია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები