Retail Group Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციზე: კონსულტანტი სრულ სამუშაო განაკვეთზე და კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
განსახორციელებელი საქმიანობა:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
 - კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
 - პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
 - მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება; შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
 - სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
 - სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
 
პიროვნული თვისებები:
- გამართული მეტყველების უნარი;
 - კომუნიკაბელური და აქტიური;
 - პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
 - გუნდური მუშაობის უნარი;
 - პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.
 
სრული განაკვეთი:
- სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი.
 - ანაზღაურება: მინიმუმ 570 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.
 
ნახევარი განაკვეთი:
- სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი.
 - ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: “კონსულტანტი სრულ განაკვეთზე” ან “კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე”.

                                    


