ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

კატეგორიის გარეშე

სადაზღვევო კომპანია „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ აცხადებს სტაჟირებას საოპერაციო მიმართულებაში.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტუდენტზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება;
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაბილურ, საინტერესო და განვითარების;
  • უპირობო პერსპექტივის მქონე სამუშაო ადგილს;

ფუნქცია მოვალეობები:

  • სადაზღვევო ხელშეკრულებების საფუძველზე პოლისების რეგისტრაცია და მათი პროგრამული ასახვა;
  • კომპანიის კლიენტებთან კონტაქტი და მიმდინარე ცვლილებების განხორციელება;
  • კომპანიაში დაზღვეული სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, დოკუმენტაციის მომზადება(ინვოისი; მიღება-ჩაბარების ოქმი და ა.შ)
    პოლისების რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება/გაცემა;
  • სადაზღვევო პოლისებთან დაკავშირებული სხვა დეტალების მოწესრიგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნულობა:

  • კორპორატიული კულტურის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური გამოყენების უნარი;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • მაღალი მოტივაციის გრძნობა;

სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვე
სტაჟირების ტიპი ანაზღაურებადი

ადგილმდებარეობა თბილისი, ევ.მიქელაძის 1-ბ

პოზიციის დასახელება საოპერაციო მენეჯერი-სტაჟიორი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 აგვისტო.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები