ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადდა კონკურსი სტიპენდიის მისაღებად სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვასა და ბელარუსიდან.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დაფინანსება ფარავს როგორც 2-წლიანი სასწავლო კურსის საფასურს, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას სტუდენტებისთვის. დაფინანსება შეეხება ტალინის უნივერსიტეტის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
- ღია საზოგადოების ტექნოლოგიები – 4 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.
- დოკუმენტური ფილმი – 1 სტიპენდია სტუდენტისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან ან ბელარუსიდან.
- უკრაინული მედია და ინოვაცია – 2 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.
- საგანმანათლებლო ინოვაცია და ლიდერობა – 5 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.
- ადამიანის უფლებები ციფრულ საზოგადოებაში – 6 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.
დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 12 აგვისტო.
ამასთან, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტალინის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.