თუ ხართ პირი, რომელსაც სურს ბიზნესის დაწყება და არ აქვს იდეა, ან გაქვთ ბიზნესი და გსურთ ბიზნეს გეგმის დაწერა ან დაფინანსების მოპოვება, მაშინ ეს მასტერკლასი შენთვისაა.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ფინანსთა სამინისტროს აკადემია თქვენთვის უფასო მასტერკლასებს მართავს:
11 ივლისი – “ინოვაციური იდეების გენერირების სტრატეგიები”
სამიზნე აუდიტორია: ვისაც სურს ბიზნესის დაწყება და არ აქვს იდეა
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ივლისი
18 ივლისი – “ბიზნეს მოდელირება”
სამიზნე აუდიტორია: ვისაც აქვს ბიზნესი და ბიზნეს გეგმის დაწერის ეტაპზეა
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ივლისი
25 ივლისი – “საინვესტიციო პრეზენტაცია”
სამიზნე აუდიტორია: ვისაც აქვს ბიზნესი და დაფინანსების მოპოვება სურს
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 ივლისი
მასტერკლასები ჩატარდება დისტანციურად 11:00 საათიდან 13:30საათამდე
თითოეული მასტერკლასის 25 მონაწილე შეირჩევა სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე.
შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ წვდომა შესაბამისი თემის ვიდეო-გაკვეთილზე, ხოლო უშუალოდ მასტერკლასზე შეეძლებათ სიღრმისეულად გაეცნონ არსებულ თემას და მიიღონ იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც მათი ბიზნესისთვის იქნება სასარგებლო.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საკონტაქტო პირი: ყაველაშვილი თამთა
ტელ: 555 53 30 05
ელ. ფოსტა: [email protected]