ესეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის

კონკურსები

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

კონკურსის თემებია:

1. სამედიცინო ნარჩენები და პანდემია – ესეების სათაურებია:

„პანდემიის გავლენა გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე (მისი დადებითი ან/და უარყოფითი შედეგები)“ ან „სამედიცინო ნარჩენები და მათი სწორი გატანა პანდემიის პირობებში“.

2. ნარჩენების მართვა – ესეების სათაურებია:

„ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საქართველოს რეალობა“  ან „საზოგადოების როლი ნარჩენების მართვაში“

3. ბიომრავალფეროვნება – ესეების სათაურებია:

„ბიომრავალფეროვნების დაცვა, მის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და გამკლავება“ ან „ბიომრავალფეროვნების ეკოსისტემური სერვისების მნიშვნელობა და ამ სერვისების შენარჩუნება-გაძლიერება, ადამიანისა და მისი საჭიროებების სრულფასოვნად უზრუნველსაყოფად“.

თითოეული თემის კონტექსტი და ესეს ტექნიკური დავალება შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში ან მიჰყევით ბმულებს:

დანართი 1
დანართი 2
დანართი 3

ესეები გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე იმ უმაღლესი სასწავლებლის დასახელება სადაც სწავლობთ.

ესეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ივლისი, 18.00 საათი და უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 1 გამარჯვებული თითოეულ თემაზე, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები