სუპერმარკეტების ქსელი “ევროპროდუქტი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კომპანია გთავაზობთ:
- დააკვირდეთ და თავად გახდეთ საინტერესო და დინამიკური პროცესებს მონაწილეები;
- მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში საქართველოს ბაზარზე;
- იმუშავოთ გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად;
- გქონდეთ აზრის გამოხატვის თავისუფლება და თქვენი ინიციატივების თამამად გამოთქმის საშუალება;
- სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაბილურ, საინტერესო
- და განვითარების უპირობო პერსპექტივის მქონე სამუშაო ადგილს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია კანდიდატი იყოს ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის და სხვა მომიჯნავე ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს სტანდარტულ საოფისე პროგრამებს (Word, Excel);
- სტაჟირება ან გამოცდილება მსგავსი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
- აუცილებელია კანდიდატი იყოს ორიენტირებული კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე;
- იყოს ყურადღებიანი, კონცენტრაციისა და კონკრეტულ დავალებაზე მობილიზების კარგი უნარით;
- ჰქონდეს პასუხისმგებლობის გამორჩეულად მაღაზი გრძნობა;
- ჰქონდეს ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი.
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
- ტესტირება
- გასაუბრება
თუ თვლით, რომ აღნიშნული ვაკანსია თქვენზეა მორგებული, გადმოგზავნეთ CV/რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] მიმდინარე წლის 18 ივნისამდე და Subject-ის ველში მიუთითეთ შემდეგი „ანაზღაურებადი სტაჟირება მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე“.