“კარანტინისას სახლში ჯდომამ გაგაზარმაცათ? მუდმივად სემინარებსა და დედლაინებს შორის იჭედებით და ვერ პოულობთ შესაბამის მოტივაციას გასამკლავებლად? – ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, ისწავლოთ ამგვარი პრობლემების დაძლევის გზები!” – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტი გთავაზობთ საჯარო ლექციას სიზარმაცე და თვითმოტივაცია.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
შეხვედრაზე საუბრები იქნება შემდეგ თემებზე:
- რა არის სიზარმაცე;
- როგორ ყალიბდება ის;
- სიზარმაცის დაძლევის გზები;
- ტრანსფორმაციის შესაძლებლობა;
ლექციას გაუძღვება IDC-ის ხელმძღვანელი, პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში, ფსიქოკონსულტანტი ლალი ბადრიძე.
ლექცია ჩატარდება 28 მაისს (ხუთშაბათს) 20:00 საათზე, თსუ-ის ფსიქოლოგების სტუდენტური თვითმმართველობის Facebook გვერდზე Live-ის საშუალებით.