ესეების კონკურსი ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის

კონკურსები

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით, აცხადებს ესეების (ნარკვევების) კონკურსს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის თემაზე, “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა მოამზადონ ესე (ნარკვევი) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობის, უპირატესობისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით ევროინტეგრაციის პროცესის დადებითი ზეგავლენის შესახებ, მსგავსი ტიპის რომელიმე

სპეციფიკური თემის გარშემო:

  • ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
  • დემოკრატიული მმართველობა;
  • განათლება და მობილობა;
  • ენერგეტიკა;
  • გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება;
  • სოფლის მეურნეობა;
  • ეკონომიკური განვითარება, თავისუფალი ვაჭრობა და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობები;
  • სტრატეგიული კომუნიკაცია და თავისუფალი გადაადგილება;

კონკურსის სპეციალური ჟიური გამოავლენს 10 საუკეთესო ესეს (ნარკვევს), რომლებიც გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა www.aa.ge და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

3 საუკეთესო ესეს ავტორს კი გადაეცემათ 150 ევროს ეკვივალენტის ღირებულების ვაუჩერი და ექნებათ საშუალება აირჩიონ შემდეგი პრიზებიდან:

  • “ბიბლუსის”, Amazon.com წიგნების გამოწერის ვაუჩერი
  • ხელმოწერა ელექტრონულ ბაზაზე, ან ონლაინ რესურსებზე
  • ელექტრონული რიდერი (Kindle) 1 წლიანი ვაუჩერით

გამარჯვებული ნაშრომების ავტორები მიიღებენ პრიზებს დაჯილდოების შესაბამის ცერემონიალზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავზე.

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა გააგზავნეთ თქვენ მიერ მომზადებული ესე (ნარკვევები) და ნამუშევრის მოკლე რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: aa@parliament.ge, არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივნისის 20:00 საათისა.

დამატებითი ინფორმაცია ესეს ტეკნიკური მახასიათებლებისა და გასათვალისწინებელი პიროებების შესახებ იხილეთ ბმულზე.

ონლაინკონკურსი ტარდება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები