კემბრიჯის უნივერსიტეტი სწავლებას დისტანციურ რეჟიმში 2021 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს

საინტერესო ფაქტები

კემბრიჯის უნივერსიტეტი გახდა პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელსაც 2020-2021 სასწავლო წლის ლექციები ონლაინ რეჟიმში გადააქვს. უნივერსიტეტის წარმომადგენლების აზრით სოციალური დისტანციის დაცვა მომავალშიც იქნება საჭირო, ამიტომ მათ თადარიგი წინასწარ დაიჭირეს. განსაკუთრებული გამონაკლისის სახით სასწავლებელში ლექციების ჩატარება მხოლოდ პატარა ჯგუფებში ,,სოციალური დისტანციის მოთხოვნების შესაბამისად“ დაიშვება.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

უნივერსიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, სასწავლო დაწესებულების წესები პანდემიით გათვალისწინებული რჩევების შესაბამისად სისტემატურად იცვლება.

იმის გამო, რომ სოციალური დისტანციის დაცვა მომავალშიც იქნება საჭირო, უნივერსიტეტში გადაწყვიტეს, რომ მომავალი წლის მანძილზე სტუდენტები ონლაინ ლექციებს დაესწრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა სასწავლო წლის დაგეგმარების გასამარტივებლად მიიღო, თუმცა მისი გადახედვა კორონავირუსზე ოფიციალურ რეკომენდაციებში ცვლილელბების შეტანის შემთხვევაში მოხდება.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო კემბრიჯის უნივერსიტეტი ონლაინ სწავლებაზე მარტიდან გადავიდა.

წყარო: theguardian.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები