საქართველოში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე ჩატარდება. თუკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინალური გამოცდების ჩატარებას შიდა საგამოცდო სივრცეებში გადაწყვეტენ, უსაფრთხო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
ვალდებულებები საგამოცდო ცენტრებისთვის ასეთია:
- გამოცდაზე სტუდენტების მიღებისას, ერთ სივრცეში დაკავებული უნდა იყოს სამუშაო ფართის 50%;
- მაგიდების განლაგებისას გამოიყენება პრინციპი: სამუშაო სივრცის ყოველ 5 მეტრკვადრატ ფართობზე დასაშვებია მხოლოდ 1 ადამიანი;
- არ დაიშვებიან საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;
- სტუდენტები მაგიდებთან არ უნდა განთავსდნენ ერთმანეთის პირისპირ;
- საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენება ცვლებში მუშაობის რეჟიმი;
- ყოველი ცვლის შემდეგ უნდა იყოს სანიტარული შესვენება;
- სასწავლო დაწესებულებამ საგამოცდო დარბაზის შესასვლელში უნდა განათავსოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;
- გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა არსებობდეს დახურული კონტეინერები, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი.
წყარო: imedinews.ge